weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინიდის ყანებში

19:28 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცლებს. დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო.

პირველ ეტაპზე ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიები ქიმიური საშუალებით აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჯელის მასივში“ დამუშავდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.

„სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლა, მავნებლის გავრცელებას მნიშვნელოვნად შემაცირებს“ - აცხადებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე.

სიმინდის ყანების დიდ მასივებზე ქიმიურ წამლობას სახელმწიფო ჩაატარებს, ხოლო მცირე ფართობების დამუშავება ფერმერმა თავად უნდა უზრუნველყოს.

 

როდის უნდა ჩატარდეს სიმინდის ყანების შეწამვლა

აზიური ფაროსანასიმინდის ნაყოფს აზიანებს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც მარცვალი რძისებრ სიმწიფეში შედის. სპეცალისტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელვანია კულტურის სწორ დროს შეწამვლა.

„ამ ეტაზე სიმინდი მაღალი რისკის ქვეშ არ არის, რადგან ნაყოფი ჯერ არ არის განვითარებული“- სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს რომ კულტურის მავნებლისგან დასაცავად წინასწარშემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.

 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინიდის ყანებში

ნიკა მესხიძის თქმით, იმის გამო რომ ჯერ სიმინდს ტარო არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე ტადება. ეს ღონისძიება პირველადი ექფექტისთვის მნიშვნელვანია. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად კი საჭიროა, სიმინდის ყანების გარე ტერიტორიებზე ფერომონების დამონტაჟება, რადგან ბაღლინჯოს კონცენტრაცია სწორედ იმ ადგილებში ხდება, სადაც ფერომონებია განთავსებული და ამ ტერიტორიების დამუშავება მაღალი ეფექტის მომტანია. ასევე აუცილებელია საყანე ფართობებსა და მათ სიახლოვეს „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების დადგმა. 

მას შედეგ რაც სიმინდის ყანების გარე პერიმეტრი დამუშავედება და მცენარე ნაყოფს გაიკეთებს, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები უკვე ყანაში ინაცვლებს. ამ ტერიტორიებზე ქიმიური წამლობის ჩატარება ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. 

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ლაშა შალამბერიძის თქმით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ირმა ჭარაქაშვილი

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]