ზუგდიდში, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობასა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში პირველადი დახმარების მნიშვნელობას. აქვე აღინიშა, რომ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. წამლობის დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის ხმის გამაძლიერებლებით.
„ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს მოსახლეობისა და დასაქმებულ პირთა ჯანმრთელობის შეფასება. გარდა ამისა, ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ პირადი ჰიგიენის დაცვას, უსაფრთხოების წესების დაცვას. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. ძალიან მკაცრად არის დაცული შესხურების და გაფრქვევის ის წესები, რომლებიც ექვემდებარება მონიტორინგს“, - აღნიშნა სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა გიორგობიანმა.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.