„ჩემი ინფორმაციით, ქალი გზაზე გადადიოდა, შეჯახების შემდეგ იგი ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნა ალექსანდრე ტურაშვილმა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.