weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფაროსანასთან ბრძოლის მხრივ, ვითარება 2017 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესია - გრეგ კრავჩუკი

17:29 პარასკევი, 22 ივნისი 2018

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი საქართველოში ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ ვითარება 2017 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესია.

„რეგიონში ორდღიანი ვიზიტის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის გაცნობისა და ფერმერებთან საუბრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ვითარება 2017 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესია. განსხვავება არის ის, რომ ფერმერები უფრო მეტად ინფორმირებულნი და ჩართულნი არიან. რამდენადაც მე ვნახე ფერმერებმა, მოსახლეობამ დაიწყო საკუთარი ბაღების მოვლა, ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტო ინტეგრირებული მიდგომით ახორციელებს ღონისძიებებს, რომ შეამციროს მავნებლის პოპულაცია, თავად ფერმერები კი საკუთარ ბაღებსა და ფართობებზე ზრუნავენ. ვფიქრობ, რომ სწრედ ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება გასულ წელთან შედარებით და ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად“,- აღნიშნა გრეგ კრავჩუკმა.

საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული. ის სურსათის ეროვნული სააგენტოს ძირითადი კონსულტანტი და რეკომენდატორია.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]