2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის განრიგი შეიცვალა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ დღეს, 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე. სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე.
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).
6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება. გამოცდების განრიგი ასეთია:
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში განთავსებულ 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.