weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისი–დორტმუნდის რეისი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ სრულდება

09:53 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ (Wizzair) რეისი დორტმუნდის მიმართულებით, რომელიც 06:00 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე არ შესრულებულა. მგზავრების თქმით, თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც დაკვამლიანება შენიშნეს, რის შემდეგაც ბორტი დაატოვებინეს.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ტექნიკური ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრებს დამატებით ინფორმაციას ხომალდის შემოწმების დასრულების შემდეგ მიაწვდიან.

„ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე. ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას“, – აღნიშნულია „ვიზეარის“ განცხადებაში.

ბოლო კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქუთაისიდან „ვიზეარის“ რეისი დაგეგმილ დროს ვერ სრულდება. 27 ივნისს ქუთაისი-ბარესელონას ავიარეისი გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]