გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კაცმა გარდაცვლილი დის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეზოში დამარხა, ხოლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, პოლიციაში განცხადება შეიტანა, თითქოს, მასთან ერთად მცხოვრები და რამდენიმე დღეა უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
პოლიციამ მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.