weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაია ცქიტიშვილი - როშკა-არხოტის გზა დროულად უნდა მოწესრიგდეს

14:09 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზა დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო.  

სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდინარე ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე  მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიჭრა 6 მეტრი სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.

„გაიჭრა სრულიად ახალი გზა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, გასაწმენდი და დასასრულებელია გარკვეული მონაკვეთები. ამიტომ ამოვედით აქ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, რომ ოპერატიულად დავგეგმოთ ეს სამუშაოები“- ციტირებს სამინისტრო მაია ცქიტიშვილის კომენტარს.

სამინისტროს ინფორმაციით, „გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს  რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას“.


რედაქციისგან: 1-ელ ივლისს არხოტში „მთის ამბები“ რეპორტიორი იმყოფებოდა. არხოტის გზა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ოღონდ არა იმის გამო, რომ უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, არამედ იმის გამო, რომ გზა არასწორად და უხარისხოდ არის გაჭრილი და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თოვლისა და ნაშალისგან მისი გაწმენდა ამ დრომდე არ უზრუნველყო. რეპორტაჟს mtisambebi.ge-ზე 3 ივლისს შემოგთავაზებთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]