weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის, მოსწავლეების შედეგიანობაში დიდი სხვაობაა - ჯეჯელავა

14:51 შაბათი, 03 ივნისი 2017

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეების საატესტატო გამოცდების შედეგებში დიდი განსხვავებაა. მისივე თქმით, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა საბუნებისმეტყველო მიმართულებით.

„მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ ის სტრატეგია, რაც არსებობს, რომ სოფლის სკოლები პირველ რიგში იყვნენ მხარდაჭერილნი, მათ შორის, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება. არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა რაც საატესტატო გამოცდებზე გამოიკვეთა, ეს არის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არსებული შედეგი.

„ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთიორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტიურად პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს სერიოზული პრობლემაა”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, სკოლებში საატესტატო გამოცდები 2010 წლიდან ტარდება. ატესტატის მოსაპოვებლად საჭირო საგნებში მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. 2016-2017 სასწავლო წლის მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებზე ეს ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]