weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლის დირექტორს მანდატურის დანიშვნის უფლება აღარ ექნება

18:07 ორშაბათი, 02 ივლისი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები. გარდა ამისა, შეიცვალა მანდატურთა დანიშვნის წესი - მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი.

მანდატურის კანდიდატის მიმართ განისაზღვრა ახალი მოთხოვნებიც: სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, მანდატურის პოზიციას მხოლოდ სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირები დაიკავებენ. მათ მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც მოიცავს.

დამატებითი ფუნქციები შეიძინა მანდატურის სამსახურმაც, კერძოდ: კოლებში მოსწავლეთა შორის კონფლიქტების განეიტრალების, სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის და კანონსაწინააღმდეგო ნივთების აღმოჩენის მიზნით, მანდატურს მეტალოდეტექტორის გამოყენებით მოსწავლის ზედაპირული დათვალიერების უფლება ექნება; მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შემცირებისა და მოსწავლის ქცევის მართვის მიზნით, მანდატური უფლებამოსილი იქნება, მოახდინოს მოსწავლეთა განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით; მოსწავლის განცალკევება განხორციელდება სკოლაში მშობლის გამოცხადებამდე, მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვების თავიდან ასაცილებლად; განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში.

ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სკოლებთან ურთიერთობას, მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიზნით, მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობას დაეთმობა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა მოამზდებს. ცვლილებების მიზანი მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]