weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„გირჩის“ ეკლესიის დახმარებით 7000-მდე ახალგაზრდა ჯარში ვეღარ წაიყვანეს

18:19 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.

„გირჩის“ ეკლესიის ეპისკოპოსები მიიჩნევენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული 7 000 ადამიანიდან, მინიმუმ, 6 000-მა ვერ გაიაზრა, „რატომ და როგორ გათავისუფლდა მონობისგან“.

ეპისკოპოსთა კრების განცხადების მიერ, ამის თქმის საფუძველს შემდეგი გარემოება აძლევთ: გათავისუფლებული ყოველი 10 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც განმათავისუფლებლის არჩევნებში მონაწილეობის მხარდაჭერას გულისხმობდა და რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა. ეპისკოპოსების თქმით, გათავისუფლებულ ადამიანთა უმეტესობას არასოდეს გამოუხატავს დაინტერესება იმ ხალხის მიმართ, ვინც დაეხმარა და დიდ ნაწილს ისინი დღემდე სექტანტები ჰგონია.

„ერთადერთი სტანდარტი, რასაც მღვდელმსახურთა შერჩევის დროს ვიყენებდით, იყო ის, რომ ადამიანი დადასტურებულად კაცთმძულე და მოძალადე არ ყოფილიყო. სხვა მოთხოვნების შესამოწმებლად საშუალება და რესურსი არ არსებობდა. ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ძალადობისგან დაცვა იყო, რაც ბიბლიურმა თავისუფლებამ პირნათლად შეასრულა - დღეს სისტემას ისინი ჯარში ვერ მიჰყავს“ - წერია ბიბლიური თავისუფლების ეპისკოპოსთა კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1-ლი ივლისიდან „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ რეფორმაცია დაიწყო. ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურობის მსურველი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც აქვს ნაფიქრი შემდეგ საკითხებზე: სად მივიდა დახმარების სათხოვნელად, რა ორგანიზაციებია ბიბლიური თავისუფლება და გირჩი; ადამიანის როგორი სახით დახმარება და რატომ მიიჩნევა ამ ორგანიზაციაში ვალდებულებად? რა არის მორალი და მორალური ცხოვრება? რა არის თავისუფლება და რატომაა ის ადამიანისთვის  აუცილებელი? რას გააკეთებს თავად თავისუფლებისთვის?

„გირჩის“ განცხადებით, პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე ჯარში გაწვევა არ არის, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს საკმარისზე მეტი დრო ექნებათ მოსამზადებლად და დასაფიქრებლად.

მღვდელმსახურების შერჩევა მოხდება გასაუბრებით. მათივე თქმით, პირველი ივლისიდანვე ნებისმიერ ადამიანს პირადად ან სოციალური ქსელის საშუალებით, შეუძლია კონსულტაცია გაიაროს გირჩის მოქმედ მღვდელმსახურებთან, რომლებიც მათ გასაუბრების წესებს გააცნობენ.

„მონობისგან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუ მონადყოფილი იწყებს ფიქრს და იაზრებს რა საკუთარი მონობის სიმძიმესა და ბოროტებას, მისთვის მოყვასის მონობაც მიუღებელი ხდება. ბიბლიური თავისუფლება არ იმსახურებს უპატივცემულობას მისივე მღვდელმსახურებისგან, უფრო მეტიც, ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური არ უნდა იყოს არცერთი ადამიანი, ვისაც საჯაროდ ამის აღიარებისა რცხვენია“ - აცხადებს ბიბლიური თავისუფლება.

მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2018 წლის 26 იანვარს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდა. შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1700-ით იყო განსაზღვრული.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში 1379 ახალგაზრდა გაიწვიეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 870, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 410.

საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს იწვევენ, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]