დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას მხრის და ბარძაყის მოტეხილობა აქვს, უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეართეს. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის დასტაბილურება ცოტა ხნის წინ მოხერხდა და პაციენტს ახლა თავზე კომპიუტერული კვლევა უტარდება. ახალგაზრდის ვინაობა უცნობია. საავადმყოფოში მისთვის ჯერ არავის მიუკითხავს.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.