„სამხრეთის კარიბჭე“ ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დენი იმ რკინის არმატურაზე გადავიდა, რომელსაც მუშები წნავდნენ.
„ძალიან გრძელი არმატურა რკინიგზის ელექტროსადენზე დაუვარდა, რის გამოც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ამ ხაზებში 300 ვოლტი დენი გადის“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ თვითმხილველების კომენტარს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
გარდაცვლილი სენაკიდან იყო და ბოლო სამი თვე ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ხიდის სამშენებლო სამუშაოებს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ აწარმოებს.