weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ დავიცვათ სიმინდის მოსავალი აზიური ფაროსანასაგან

18:20 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო.

პირველ ეტაპზე წამლობითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ანჯელის მასივში“ მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ივლისის შუა რიცხვებიდან კი სიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავებაა დაგეგმილი.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ლაშა შალამბერიძის თქმით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]