„ძალიან შთამბეჭდავია ის ღონისძიებები, რასაც გავეცანი; საქმიანობა, რომელსაც სპეციალისტები აქ და სხვა რეგიონებში ახორციელებენ. გამოვყოფდი მონიტორინგის სისტემას. ეს ყველაფერი საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა კრავჩუკმა.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა.
გრეგ კრავჩუკი საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში მავნებლის გავრცელების შემდეგ , 2016 წლიდან არის ჩართული.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.