ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე შეწამლულია 20 ათას ჰექტრამდე ფართობის – საკარმიდამო მიწები, ასევე „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპით 8 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის პირები.
N 1 ამოცანა – ქიმიური წამლობისას მოსახლეობის ინფორმირებულობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მცხოვრებლების თქმით, მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებისას მათი წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.
„ჩვენს სოფელში არავის გავუფრთხილებივართ. წამლობა რომ დაიწყეს, დილით ბავშვები მოსახლეობას ბაღში მიჰყავდა და მათ თერმული ნისლის გავლა მოუწიათ. ამის შემდეგ ოზურგერთში გააფრთხილეს მოსახლეობა, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა“, - ამბობს შემოქმედის მკვიდრი ცისანა ანდღულაძე.
მოსახლეობის ინფორმირების პროცესში რომ ხარვეზები იყო, ინფორმაცია აქვთ თავად სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ნინო შეწირულის თქმით შეწამვლის პირველი ფაზის დროს მოსახლეობის ინფრომირება რთულად ხდებოდა, თუმცა მეორე ფაზის დაწყებამდე პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა გაზრდილია.
მისი თქმით გაფრთხილების შეტყობინება ყველა მუნიციპალიტეტებს წამლობამდე 24 საათით ადრე ეგზავნებათ. სპეციალისტს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ოფლის რწმუნებულების პასუხიმსგებლობაა.
„შეწამვლითი სამუშაოების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეფუტკრე ფერმერებთან კომუნიკაცია იყო. გურიაში სპეციალური შეხვედრა მოეწყო სადაც დარგის წარმომადგენლებთან ერთად წამლობის მექანიზმებსა და დროზე იმსჯელეს. სპეციალისტებმა მეფუტკრეთა რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინეს“, - აღნიშნა ნინო შეწირულმა.
მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ადგილობრივები წამლობის დაწყებამდე გააფრთხილეს, ხოლო მეფუტკრეებს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაწოდეს ინფრომაცია.
„ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში ფართობების თერმული ნისლით დამუშავების დაწყებამდე,მოსახლეობას ხმის გამაძლიერებლით, ე.წ. რუპორით ვაფრთხილებთ“, – ამბობს ლაშა დუდუჩავა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის განრიგის ნახვა ასევე შესაძლებელია საიტზე www.farosana.ge
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.