ზურაბ ჩეკურიშვილის შეფასებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მავნებელთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან გამკლავება მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხერხდა.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.