სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, საკოორდინაციო შტაბში ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერა.
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს რომ აბაშაში ვიმყოფები. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ვეხმარებით ფაროსანასთან ბრძოლაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტექნიკა, მონიტორინგის სისტემა და აღჭურვილობა. დამატებით კიდევ გადავეცით 17 ახალი ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით. ეს მავნებელი გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მისი სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურიშვილის თქმით, ამერიკის მთავრობამ მავნებელთან პროძის პრიცესში ქართულ მხარეს უკვე ორი წელია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.