weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

11:28 სამშაბათი, 03 ივლისი 2018
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აგრძელებს. მან ღამე სამინისტროს ეზოში, ღია ცის ქვეშ გაატარა. სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის და მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს.

„მოთხოვნები არ შემიცვლია. მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან.

დღეს, 19:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციის გამართვა იგეგმება. აქციის ორგანიზატორების თქმით, რამდენიმე თვეა ზაზა სარალიძე უშედეგოდ იბრძვის სამართლიანობისთვის და მარტო არ უნდა დარჩეს. 

რამდენიმე დღეა საჯაროდ ვისმენთ საქმის გამომძიებელთა არაკეთილსინდისიერ, არაპროფესიულ, ხშირად უსინდისო პასუხებს მის სამართლიან შეკითხვებზე. ნუ დავტოვებთ მას მარტოს სისტემის ყრუ რკინის კედელთან“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გუშინ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, სამართალდამცავები მიხეილ კალანდიას ხელს აფარებენ და მის დაკავებას არ აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]