„მუცოს სასაზღვრო სექტორიდან დაგვიკავშირდა მესაზღვრე ლევან ზვიადაური და შეგვატყობინა, რომ მდინარეში მანქანა გადავარდა და დაშავებულები იყვნენ. იქ ტელეფონი არ იჭერს და რაციით გადმოგვცეს. მაშინვე გავედი. საბედნიეროდ, მგზავრებმა მანქანიდან გამოძრომა და წყლიდან ამოსვლა შეძლეს. ხუთივეს სხეულის დაზიანებები ჰქონდა, ნეკნების, მხრის და სხვა მოტეხილობები. აქ სამედიცინო პუნქტი არ გვაქვს. მათ შეხვევები, ტკივილის გაყუჩება და სხვა სახის პროცედურები სჭირდებოდათ. შატილში, ჩემთან სახლში გადმოვიყვანე და იქ გავაკეთე ყველაფერი. მერე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. უღელტეხილამდე ჩვენ ავიყვანეთ მანქანებით და იქიდან სასწრაფომ წაიყვანა. ყველა გადარჩა“, - ციტირებს „მთის ამბები“ მიხეილ ჭინჭარაულის კომენტარს.
მანქანა მდინარე არღუნიდან გუშინ ამოიღეს.