weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება

12:58 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

ახალქალაქში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება, რომელიც 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი. თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობის, მათ შორის საკლასო ოთახების, საცხოვრებელი ყაზარმის, შტაბის და სასადილოს მშენებლობა.

„ახლო მომავალში ჩვენ გვექნება ინფრასტრუქტურა, სადაც როგორც ახალწვეულებს, ისე საკონტრაქტო მოსამსახურეებს, საწყისი მომზადების ფარგლებში ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები. სიახლეა ისიც, რომ საკონტრაქტო სამსახურისთვის გასაწვევად შერჩეული მოქალაქეები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ საწყისი მომზადების კურსს, ერთჯერადად მიიღებენ 250 ლარს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, სამწყობრო მოედანის, საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა.

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]