„ოჯახის ერთ-ერთი წევრი ბავშვის გადმოყვანას ცდილობდა, მაგრამ კარის გახსნისთანავე ცეცხლი გაძლიერდა, შემდეგ კი ავტომანქანა აფეთქდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადატანილი“, – უთხრა „რეგინფოს“ სოფელ ვაკისაში მერის წარმომადგენელმა, თინა შუბითიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.