საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 190 კვ.მ. ფართობი - სასხვენო გადახურვა და ერთი ოთახი. შემთხვევის შედეგად, კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო მეხანძრემ, რომელიც შენობის სახურავზე მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.