weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული“ – გოგი წულაიამ სასამართლოსთან ჩალა მიიტანა

12:05 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ჩალით მივიდა. წულაიას განცხადებით, სასამართლოსთან ჩალა სიმბოლურად მიიტანა, რადგან „ქვეყანა ჩალით არის დახურული“ და ასეულობით ადამიანი წლების განმავლობაში სამართალს ვერ პოულობს.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, გოგი წულაიამ მხარდაჭერა გამოუცხადა სასამართლოსთან მყოფ ერთ-ერთი მოქალაქეს - მაყვალა დანგაძეს. ქალის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გრანიტს უკანონოდ მოიპოვებენ, რის გამოც სასამართლოში იჩივლა და დავა უკვე 4 წელია გრძელდება.

„ეს ქალბატონი ერთი არ არის. ათეულობით კი არა, ასეულობით ადამიანია, რომლებიც წლების განმავლობაში სამართალს ვერ პოულობენ, არიან რიგში და თუ მოუწევთ, მერე კიდევ რა გადაწყვეტილებებს იღებენ მურუსიძის სახელობის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, - ცალკე თემაა. ვაპროტესტებთ ამას და სიმბოლურად, რომ ეს ქვეყანა ჩალით დახურულია, მოვიტანეთ ჩალა“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]