weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აიკრძალა

13:45 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აიკრძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საზღვაო მაშველებმა 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი გადაარჩინეს.

საზღვაო სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იმუშავებს. საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]