weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა

15:09 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

„ვტოვებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად. მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ძალიან მალე საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, თუ სად გააგრძელებს ის მუშაობას.

„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ეს არის როტაცია და აბსოლუტურად გამართლებული. მომავალში ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე სხვა გადმოსახედიდან, სხვა საფეხურიდან ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პატარაძემ.

რაც შეეხება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, ზურაბ პატარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები და „ქართული ოცნება“ კანდიდატს რამდენიმე დღეში დაასახელებს.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს დაინიშნა. მანამდე ის ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]