„ოპელისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს ახმეტა-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ყარაჯალას გადასახვევთან შეეჯახნენ. „ოპელის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.