weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბავშვი დაიღუპა

18:29 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ნათია წითლიძის ინფორმაციით, მოზარდი ვარჯიშის დროს ელექტროგადამცემ ბოძზე აძვრა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

„შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი სავარჯიშოდ ძმასთან და მეზობელთან ერთად იყო წასული. სპორტით იყო დაკავებული და სიმაღლეზე ასვლაში ხშირად ვარჯიშობდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა“, - უთხრა „რეგინფოს“ ნათია წითლიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]