weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით 23 წლის ბიჭი რეანიმაციაში მოხვდა

11:00 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

თბილისში, ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობით, 23 წლის ბიჭი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მასთან ერთად საავადმყოფოში შეიყვანეს 26 წლის გოგოც. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს გარუჯვის დროს ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება მეგობრებმა ურჩიეს.

დამწვრობის ცენტრის უფროსის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მამაკაცს გულ-მკერდის, ზემო და ქვემო კიდურების ქიმიური დამწვრობა აქვს.

„ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობით კლინიკას ერთდროულად ორმა პირმა მიმართა. მათ ნახარში რუჯის მიღების მიზნით გამოიყენეს, რის შედეგადაც მე–2 და მე–3 ხარისხის ქიმიური დამწვრობები მიიღეს“, - აღნიშნა ქაშიბაძემ.

ბოლო წლებში ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის ფაქტები ყოველ ზაფხულს ფიქსირდება. გუგა ქაშიბაძის თქმით, წელს იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტმა ნახარში სამკურნალოდ, კერძოდ, „პადაგრის“ მოშორების მიზნით გამოიყენა და სერიოზული დამწვრობა მიიღო. ექიმის განცხადებით, ლეღვის ფოთლების ნახარშის სამკურნალოდ და რუჯისთვის გამოყენება დაუშვებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]