weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

11:02 პარასკევი, 06 ივლისი 2018

შავ ზღვაზე დღეს 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

საშტორმო მდგომარეობის მოხსნისთანავე კოშკურებზე თეთრი ალმები აღიმართება და ზღვაში შესვლაც ნებადართული იქნება. მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზღვაო სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი მუშაობს.

ბათუმში ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველმა ავთო ცეცხლაძემ ორი ახალგაზრდა გადაარჩინა. მაშველმა ახალგაზრდები ზღვის სიღრმეში 200 მეტრის მანძილზე შენიშნა და ისინი ნაპირზე კატარღა ბრიგ 250-ით გამოიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ამ თემაზე:

8 ივლისის ჩათვლით საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]