გარდაცვლილები „მერსედესის“ მარკის ავტომობილში ისხდნენ, რომელიც აზერბაიჯანის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.