weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ჩოხატაურში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბუკისციხის რწმუნებული დააკავეს

12:35 პარასკევი, 06 ივლისი 2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკისციხის თემში მერის წარმომადგენელი გელა ეზიეშვილი, სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ამოიღო. ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გელა ეზიეშვილი დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

„ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი. ამ დილით გავიგე, რომ დააკავეს. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში აქამდე შემჩნეული არ ყოფილა. 2015 წელს, როდესაც ის სამსახურში მივიღეთ, ცნობა აქვს წარმოადგენილი, რომ მომხმარებელი არ იყო. ველოდებით გამოძიებას“, - აღნიშნა ჩოხატაურის მერმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]