გაზეთ South China Morning Post-ის ინფორმაციით, მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება და გადასცემს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან გაგზავნილ წერილს და კომპაქტ დისკს ელტონ ჯონის სიმღერით „ადამიანი რაკეტა“ (Rocket Man).
2017 წელს, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდები ჩაატარა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „პატარა ადამიანი რაკეტა“ უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს, სინგაპურის სამიტზე ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ეს მეტსახელი შეახსენა, რაზეც კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ სიმღერა „ადამიანი რაკეტა“ მოსმენილი არ ჰქონდა.
12 ივნისს, სინგაპურში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერებს შორის ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ერთობლივად იმუშაონ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე.