როგორც „რეგინფოს“ ბეჩოში მერის წარმომადგენელმა, რეზო ხორგუანმა უთხრა, გადარჩენილი მამაკაცი სოფელ მაზერის მკვიდრია. მან ტურისტები შდუგრას ჩანჩქერის მიმართულებით გააცილა, უკან დაბრუნებულს ხიდი წაღებული დახვდა, ძველი ხიდზე გასავლის დროს კი წყალში ჩავარდა.
„ბეჩოს საგუშაგოზე მყოფ მესაზღვრებთან მოახერხა დარეკვა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდნენ. მაშველებს რამდენიმე წუთით რომ დაეგვინათ, მისი პოვნა შეუძლებელი იქნებოდა“, - ამბობს რეზო ხორგუანი.
მისივე ინფორმაციით, მდინარე დოლრა, რომელიც ენგურის შენაკადია, ბეჩოს თემის სოფლებს საფრთხეს არ უქმნის. რეზო ხორგუანის თქმით, დღეს წყლის დონემ მცირედით იკლო და მდინარის ბუნებრივი კალაპოტი გამოჩნდა.