weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 3 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

10:50 შაბათი, 07 ივლისი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მოსე დ, გივი ბ. და შალვა ღ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში მოსე დ-მ, შალვა ღ-მ და გივი ბ-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ განახორციელეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები.

მოსე დ-მ, შალვა ღ-მ და გივი ბ-მ უკანონო ქმედებებში არ ამხილეს ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცეს აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ამავე ფაქტზე, 2018 წლის 29 მარტს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, ანტიკორუფციულმა სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]