weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კასპში გარდაცვლილი მშობიარეს ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

15:00 შაბათი, 07 ივლისი 2018
ფოტოზე გარდაცვლილის მამა ფოტოზე გარდაცვლილის მამა

კასპში, კლინიკა „მედალფაში“ გარდაცვლილი მშობიარეს, 31 წლის ნონა ტატანაშვილის ოჯახის წევრები კლინიკის განყოფილების გამგის, გინეკოლოგისა და ანესთეზიოლოგის დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის მამის თქმით, მისი შვილი ექიმების შეცდომისა და დაუდევრობის გამო დაიღუპა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნონა ტატანაშვილი კლინიკაში 1-ელ ივლისს გარდაიცვალა.

„ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. წინა დღესაც, ერთი კვირით ადრეც გვყავდა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო თვითონაც და ბავშვიც. ექოსკოპიაც გადავუღეთ. ანალიზებიც ჩატარებული ჰქონდა. არანაირი საშიშროება არ ჩანდა. ოპერაციის დროს დაუშვეს შეცდომა,“ - ციტირებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილის მამიდის, მარიამ გოგიბერიძის კომენტარს.

„როგორც ჩვენ ვიცით, ბუნებრივად კი იმშობიარა, მაგრამ შეცდომა დაუშვეს. მერე გამოიძახეს განყოფილების გამგე, ვითომ საკეისრო კვეთა გაუკეთეს. 5 საათი გვატყუებდნენ და არ გვეუბნებოდნენ სინამდვილეში რა ხდებოდა. მთელი დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიცია იქ იყო მობილიზებული. მერე რეანომობილიც გამოიძახეს, სისხლიც მიგვატანინეს, მაგრამ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო“, - ამბობს დაღუპულის მამა, სოლომონ ტატანაშვილი.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექიმებმა ნონა ტატანაშვილს მშობიარობისას საშვილოსნო დაუზიანეს, რამაც სისხლდენა გამოიწვია და ოპერაციის ჩატარება შეცდომის დაფარვის მიზნით, ამის შემდეგ გადაწყვიტეს.

მშობიარეს გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. მომხდარს პოლიციაც იძიებს.

კლინიკა „მედალფაში“ კომენტარს არ აკეთებენ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]