სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, გუშინ, ჭერიდან ცხრა 250-გრამიანი ფირფიტა ჩამოვარდა.
„ამსტრონგის კონსტრუქციას ეს ხშირად ემართება, ქარი როცა დაუბერავს, მაგრამ იქ არც ქარი ყოფილა, არც არაფერი. არც არავინ დაშავებულა და არც შეიძლება დაშავებულიყო, რადგან რომ 250-გრამიანი ფირფიტებია და დაცემა ზიანს არავის მიაყენებდა“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
მისივე თქმით, შენობა უსაფრთხოა, რაც რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა.