weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პანკისის სალაფიტური თემის იმამად თემურ ქავთარაშვილი აირჩიეს

17:20 შაბათი, 07 ივლისი 2018

ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი აირჩია.

თემურ ქავთარაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობს და პანკისის იმამად არჩევამდე, დუისის მეჩეთის იმამი იყო.

როგორც სათემო რადიოს ჯამაათის წევრებმა უთხრეს, თემურ ქავთარაშვილს რელიგიური განათლება სირიაში აქვს მიღებული. ის თეოლოგი და ისლამის მცოდნეა.

პანკისის სალაფიტური თემის იმამის პოზიციაზე თემურ ქავთარაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერდა ყოფილი იმამი ბექხან ფარეულიძე, რომელიც ერთი კვირის წინ გადადგა.

 

ამ თემაზე:

თუ გინდათ რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით მათ - თემურ ქავთარაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]