weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში სტიქიით გამოწვეულ სიტუაციაზე რეაგირებისთვის ჯარი ჩაერთვება

00:13 კვირა, 08 ივლისი 2018
ფოტო: დავით თაბაგარი ფოტო: დავით თაბაგარი

საქართველოს პრეზიდენტმა მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5 ივლისს, ძლიერი წვიმის შემდეგ ჭუბერის ხეობაში მთა ჩამოიშალა, მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა, რის გამოც დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. მოგვიანებით წყალმა მეწყერი გაარღვია და ჭუბერის ხეობის სოფლები დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ ხიდები და გზები წაიღო, 27 სახლი დატბორა, 7 დააზიანა, ერთი კი დაანგრია. გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ათამდე სოფელი. რამდენიმე ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]