weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარს მაშველები უშედეგოდ ეძებენ

13:41 კვირა, 08 ივლისი 2018

მთიულეთში, ხადას ხეობაში, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ცხედარს მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. მაშველების თქმით, 11 კილომეტრიანი ხეობა თითქმის მთლიანად, დეტალურად დაათვალიერეს, რამდენიმე მეწყრული ადგილის გარდა და ბავშვის ცხედარს ვერ მიაგნეს.

„სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები სამი დღეა მიმდინარეობს. ძებნაში 25 მაშველი მონაწილეობს. მყვინთავებიც აქ არიან და წყალზე მუშაობენ. 11 კილომეტრიანი ხეობაა და თითოეული ადგილი ამ მომენტისთვის თითქმის დეტალურად გვაქვს შესწავლილი. რამდენიმე ადგილი რჩება, სადაც მეწყრული ზონებია, შესვლა სარისკოა და ვათვალიერებთ ისე, რომ თუ რამეა, გამოჩნდეს“, - აღნიშნა მაშველმა თემურ მონიავამ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების ცხედრები 6 და 7 ივლისს იპოვეს. 4 წლის დაკარგული ბავშვი მათი შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ სმიტები სავარაუდოდ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]