weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკის მოქალაქეები სავარაუდოდ მოკლულები არიან

18:35 კვირა, 08 ივლისი 2018

ამერიკის მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ. მათი 4 წლის შვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

როგორც ხადას ხეობის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა.

„მთის ამბების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადას ხეობის მცხოვრები არ არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიციას მწყემსი დაკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი.

„მთის ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, აღენიშნება თუ არა რაიან სმიტის ცხედარს დაზიანებები, რადგან გუშინ გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. შსს-ში კომენტარი არ გააკეთეს.

ხადას ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების ცხედრები 6 და 7 ივლისს იპოვეს.

6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

 

ამ თემაზე:

მწყემსმა მამაკაცი და მისი 4 წლის შვილი მოკლა, ქალი კი გაქცევისას ხევში გადავარდა - შსს

 

ხადის ხეობაში მოკლული 4 წლის ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს

 

ხადაში ამერიკელების მკვლელობის მიზეზად მწყემსი ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]