weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თოხლიაურში რესტორანი „ფაცხები“ დაიტბორა

10:37 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

მთაში ძლიერი წვიმის შედეგად საგარეჯოს რაიონის სოფლებში თოხლიაურსა და ანთოკში ხევები ადიდდა, რის შედეგადაც სოფელ თოხლიაურში რესტორანი „ფაცხები“ დაიტბორა. მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა ბაკურციხე–საგარეჯო-თბილისის საავტომობილო გზაც დატბორა და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა. მოვარდნილმა წყალმა და ქვა–ღორღმა ვენახები და ხეხილის ბაღებიც დააზიანა.

„როგორც ჩანს, წყლის დიდი ნაკადი ხევმა ვერ გაატარა და მთელი წყალი ამ ტერიტორიაზე გადმოვიდა. გარეთ თუ რამე იყო, მაგიდა, სკამები, ჭურჭელი ყველაფერი წაიღო. ძალიან დიდი ზარალია“, - აღნიშნა რესტორნის მეპატრონე გიორგი დიღმელიშვილმა.

გაწმენდით სამუშაოებში სპეციალური ტექნიკა გვიან ღამითვე ჩაერთო. ადგილზე პოლიციასთან ერთად მაშველებიც იმყოფებოდნენ.

როგორც „რეგინფოს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, სპეციალური კომისია ზარალის დათვლას დღეს დაიწყებს.

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]