weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

4 ივნისს მომხდარი ავარიების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა

10:43 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

შიდა ქართლში გუშინ მომხდარ სამ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ხაშურის მუნიციპალიტის სოფელ გომთან ერთმანეთს „მერსედესის“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთთანაც, სადაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავარიის შედეგად მისი მეუღლე, 8 თვის ორსული გარდაიცვალა. გორთან მომხდარ კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევას კი სოფელ ზერტში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭი დაიღუპა. 26 მაისს კი ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]