„მამაკაცს ზურგის არეში, ხერხემლის გვერდით, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, დაახლოებით 10-12 სანტიმეტრი სიგრძის. მოხდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, მცირე ოპერაციული ჩარევა. ამ ეტაპზე პაციენტი დაკვირვების ქვეშ რჩება“, - განაცხადა კლინიკა „მედცენტრის“ ექიმმა ბეჟან ხოზრევანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.