weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გლდანში „ბეკოს“ მაღაზია ერთ თვეში მეორედ გაქურდეს

11:45 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

თბილისში, გლდანში მდებარე „ბეკოს“ ტექნიკის მაღაზია ბოლო ერთ თვეში მეორედ გაქურდეს. კომპანიის წარმომადგენლის, ხატია ტყებუჩავას განცხადებით, მაღაზიიდან 30 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს. მისივე თქმით, დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

„ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს ერთსა და იმავე დაუსჯელ დამნაშავეებთან, რომლებიც არიან არასრულწლოვნები. პირველი შემთხვევა გლდანის ფილიალში 13 ივნისს მოხდა, შემდეგ, ერთი კვირის შუალედში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალი გაქურდეს. ერთი თვეც არ გასულა და გლდანის ფილიალი მეორედ გატეხეს.

დამნაშავეების იდენტიფიცირება პირველ შემთხვევაშიც მოხდა, მაგრამ ვინაიდან არასრულწლოვნები არიან, მათ მიმართ არანაირი ზომები არ არის მიღებული.

თუ არ შეიცვლება ეს სისტემა, ისინი კვლავ გააგრძლებენ დანაშაულის ჩადენას და რეალურად, ვზარალდებით კომპანიები“, - აღნიშნა „ბეკოს“ მარკეტინგის მენეჯერმა ხატია ტყებუჩავამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით დამნაშავეების ვინაობა იდენტიფიცირებულია.

16 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ბეკოს“ მაღაზიის გაქურდვის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დილის 6:44 საათზე მაღაზიის მინას არასრულწლოვნები ამტვრევენ და შენობაში შედიან. მაღაზიის წარმომადგენლების თქმით, ოთხმა არასრულწლოვანმა ნახევარ წუთში 19 მობილური ტელეფონი და 4500 ლარი წაიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]