weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოჯახში ძალადობის გამო შს სამინისტროდან 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს

12:33 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის ექვს თვეში, დისციპლინური პასუხისმგებლობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალდარღვევის გამო დაეკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელს.

„ათიდან ოთხ თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, ხოლო ექვსს - მათ მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული თანამშრომლებიდან სამი თანამშრომლის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა და ეს ადამიანები დათხოვნილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]