„შემოყვანის დროს პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ჰქონდა შინაგანი სისხლდენა. აღმოეჩინა გადაუდებელი დახმარება და 15:00 საათზე გადაყვანილი იქნა საოპერაციოში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება“, - განაცხადა რეგიონული ჰოსპიტალის ექიმმა თამარ სალიამ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ავტობუსში დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრას წინ სავარაუდოდ ჩხუბი უძღოდა. შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.