weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან მძღოლებმა აქცია გამართეს

15:08 სამშაბათი, 10 ივლისი 2018
ფოტო: თამაზ ბაკურაძე ფოტო: თამაზ ბაკურაძე

ტურისტული სააგენტოების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში დააჯარიმეს და ავტომობილები ჩამოართვეს, ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქცია გამართეს. მძღოლების თქმით, თურქი სამართალდამცავები 1000 ლირით უსამართლოდ აჯარიმებენ, ავტომობილის საჯარიმოდან გამოსაყვანად კი დამატებით 500 ლირის გადახდა და 14-დღიანი ლოდინი უწევთ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თურქეთის საგზაო პოლიცია მძღოლებისგან ითხოვს, „მინივენის“ ტიპის ავტომობილების ტექნიკურ პასპორტში მსუბუქი ავტომობილის ნაცვლად „ავტობუსი“ ეწეროს. მძღოლების თქმით, ამ დროისთვის თურქეთში, საჯარიმო პარკინზე 18 ქართულნომრიანი „მინივენია“ გაჩერებული. მძროლებისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაიწყო თურქულმა მხარემ მათი დაჯარიმება.

„მძღოლებს, რომლებსაც მიჰყავთ ტურისტები და შედიან თურქეთის ტერიტორიაზე, ექმნებათ ხელოვნური ბარიერები და პრობლემები იმ მიზნით, რომ ეს ტურისტები ქართველი მძღოლების მანქანებიდან გადაიყვანონ თავიანთ მანქანაში და თვითონ მოემსახურონ“, - განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურაძემ.

მძღოლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა აცნობეს, რომ კონსული შვებულებაშია. მოგვიანებით, თურქეთის საკონსულომ აქციასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ, ვისაც არ აქვს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი, თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების განხორციელება არ შეუძლიათ.

„ეს არის საერთაშორისო რეგულაცია და საქართველოშიც ანალოგიურად მოქმედებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ყველა სატრანსპორტო საშუალება ჯარიმდება და ეს პირობა ვრცელდება ორივე მხარეს“, - განმარტავენ საკონსულოში.

საპროტესო აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ალექსანდრე დავითაძე შეხვდა და მძღოლების საკითხის ინდივიდუალურად შეისწავლის პირობა მისცა. მძღოლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პასუხს ვერ მიიღებენ, საპროტესტო აქციებს სარფში გამართავენ და თურქეთიდან შემოსულ ავტობუსებს არ გაატარებენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]