ნოემბერი 18, 2018
weather cur horoscope tv

კურორტ „გოდერძიზე“ კვადროციკლის გადატრიალების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

00:30 - 11 ივლისი 2018 hits 538

მაღალმთიან აჭარაში, კურორტ „გოდერძიზე“ საბაგიროს თანამშრომელი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ უთხრა, ახალგაზრდა მამაკაცი დაღმართზე კვადროციკლით გადაბრუნდა, რის შედეგადაც თავი დაუზიანდა.

გიორგი ლომიას თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. გარდაცვლილი მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანამშრომელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]