გიორგი ლომიას თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. გარდაცვლილი მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანამშრომელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.